"ოთხი ადამიანია ჩავარდნილი, დეტალებს ვადგენთ..."- „საქნახშირის“ დირექტორი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
საზოგადოება - 19:42, 09 May, 2017     2608

„საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის სავარაუდო მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც საზოგადოებრივს ჯაყელმა განუცხადა, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაგირის გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ავარია მოხდა, ჭაურს არემონტებდნენ, ბაგირის რემონტს აკეთებდნენ, ე.წ. კოსტა ჩავარდა და მუშებიც იქვე იდგნენ. ოთხი ადამიანია ჩავარდნილი. დაღუპულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა აქ ვართ, დეტალებს ვადგენთ“, - განაცხადა ჯაყელმა.

ჯაყელის მსგავსად, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.

საზოგადოებრივთან საუბარში გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას აზუსტებს.

„ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავიგე და ახლა ტყიბულისკენ მივდივარ. პირველადი ინფორმაციით, მითხრეს, რომ ვიღაც დაღუპულია. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ ნახშირი რითაც ამოაქვთ, ბაგირს ცვლიდნენ, გეგმური რემონტი იყო და ის ჩავარდნილა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მინდელის შახტა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის.



წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42