ბრენდი KZEN ქართულ სამომომხმარებლო ბაზარზე იწყებს პოზიციონირობას. კომპანია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დუბაიში, სადაც ბიუჯეტური მოდელების გაყიდვაში მოწინავე ადგილი უჭირავს.
KZEN ქართველ მომხმარებელს მობილური ტელეფონების სხვადასხვა მოდელს შესთავაზებს. რომლებიც, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ფონის შესაბამისია. მწარმოებლების აზრით, პროდუქცია ხელმისაწვდომი და საკმაოდ მიმზიდველი იქნება ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.
მომხმარებელს დიდ კომფორტს შეუქმნის სერვისი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 10 სხვადახვა ქალაქში იფუნქციონირებს. სერსვის ცენტრების დამატება კიდევ 3 ქალაქში იგეგმება . იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა შეექმნება, სერვის ცენტრის ტექნიკოსები დროულად იზრუნებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. გასათალისწინებელია, რომ ცენტრები ტექნიკურად, უშუალოდ ბრენდის სათავო ოფისიდან აღიჭურვებიან, რაც, თავის მხრივ, სანდოობას და გარანტირებულ მაღალ ხარისხს გულისხმობს .

საქართველოში ამ ბრენდზე პასუხისმგებლობას კომპანია ,,Camara systems” იღებს, რომელსაც ქართულ ბაზარზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანია აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზების პროცესში და მომხმრებლის მხრიდან საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლლობს.
ქართველ მომხმარებელს აღნიშნული ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა სულ მალე, ტექნიკის წამყვან მაღაზიებში შეეძლება.
აღნიშნული ბრენდის პრეზენტაცია , 10 მაისს სასტუმრო რედისონში 16:30 სთ-ზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები






