ფონდი "სიკეთის კვალი" 15 მაისს დაარსების 3 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ გადაწყვეტა, გამართოს წლის შეჯამება და სიკეთე, სიკეთის ერთ დღეს შეაჯამოს.
15 მაისს, 15 საათზე, წერეთელის გამზირზე, ა. მირცხულავას ქუჩის ბოლოს, სანაპიროს კვეთაზე არსებულ პარკში დაიწყება საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით, ,,პატარა გული რომ არ გაჩერდეს’’. აქციიდან შემოსული თანხა გადაეცემა პატარა გოგონას, ანი მეხაშიშვილის ოჯახს, რომელიც 3 წელია ცდილობს, შეაგროვოს ფული, რათა ბავშვს გაუკეთდეს ოპერაცია, მაგრამ მათი მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება.

"პატარა ანას გასტროშიზისი სჭირს. მას კუჭი აქვს ღია და ნაწლავები გარეთ არის გამოსული. რის გამოც ბავშვის მდგომარეობა ძალიან რთულია და ოპერაცია სასწაფოდ არის გასაკეთებელი. ეს ურთულესი ოპერაცია ისრაელის კლინიკაში უნდა გაკეთდეს და ნისი ღირებულება 90.000 ლარს აღემატება.
რამდენიმე თვის წინ, მათ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართეს და მას მერე ვცდილობთ შევაგროვოთ ის თანხა, რომელიც მას გადარჩენისთვის სჭირდება, ხალხის და კომპანიების დახმარებით უკვე შეგროვდა თანხის დაახლოებით ნახევარი. დარჩა 50.000 ლარის შეგროვება.
იმედს ვიტოვებთ, ბევრ კეთილ ადამიანს გაუჩნდება სურვილი ამ ლამაზი გოგონას გადარჩენაშიც მიიღოს მონაწილეობა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს, პატარა გული რომ არ გაჩერდეს .საქველმოქმედო აქციაზე მოსულ ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა თავად გაიცნოს ანა, ოჯახთან ერთად და მის სახელზე შეიძინოს ნივთი, რომელიც ქველმოქმედებისთვის გაიყიდება, ან შესაწირ ყუთში ჩააგდოს სიმბოლური თანხა.

საქველმოქმედო აქციაზე ვიწვევთ ყველა კეთილ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს დაესწრონ და თავისი წვლილი შეიტანონ სიცოცხლის გადარჩენაში.
ზემოთხსენებულ საქველმოქმედო აქციაზე, ასევე გავიხსენებთ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე დაიღუპნენ ,დაგვიანებული მკურნალობის, ან მძიმე დიაგნოზის გამო და ოჯახის წევრებთან ერთად, პარკში, მათ სახელზე, დავრგავთ მარადმწვანე ხეებს და სიმბოლურად მტრედებს გავუშვებთ," - აცხადებენ "სიკეთის კვალში".
ღონისძიება გაიმართება 15 მაისს, 15 :00 საათიდან 19:00 საათამდე .
წერეთელზე , ა მირცხულავას ქუჩის ბოლოს, სანაპიროს კვეთაზე არსებულ პარკში.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი : TBCBGE22 GE34TB7319436080100002 GEL
საქართველოს ბანკი: BAGAGE22 GE10BG0000000667885400 GEL
მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი
დანიშნულებაში მიუთითეთ : ანის გადასარჩენად
მადლობა ნდობისთვის და სიკეთისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ტელ : 568 27 11 55
www.facebook.com/Fund.siketis.kvali/
ივენთი იხილეთ ლინკზე https://www.facebook.com/events/513276522395510/

მასალის გამოყენების პირობები






