ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება.
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 23:00 საათიდან, განხორციელდება.
რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:
1.შვედეთი
2.საქართველო
3.ავსტრალია
4.ალბანეთი
5.ბელგია
6.მონტენეგრო
7.ფინეთი
8.აზერბაიჯანი
9.პორტუგალია
10.საბერძნეთი
11.პოლონეთი
12.მოლდოვა
13.ისლანდია
14.ჩეხეთის რესპუბლიკა
15.კვიპროსი
16.სომხეთი
17.სლოვენია
18.ლატვია
18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელს, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ.
მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.
შოუს დასასრულს, 13 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები