გურამ დოჩანაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
საზოგადოება - 12:46, 06 May, 2017     1396
„ყოველთვის როცა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში შემოვდივარ, მაშინაც როცა ვსწავლობდი და იმის შემდეგ, აი დღესაც, ეს უწყვეტი ურთიერთობაა ჩემი, პატივისცემით აღსავსე. ესაა უნივერსიტეტი, სადაც დიდი ივანე ჯავახიშვილი ქუდმოხდილი შემოდიოდა“ -განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები, საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, გურამ დოჩანაშვილს არამარტო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის უკავია განსაკუთრებული ადგილი, არამედ ქართულ ლიტერატურაში. „გურამ დიჩანაშვილი ეს არის მოვლენა, მსოფლიო მასშტაბის მწერალი. შეხვედრების ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა ვიწვევთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და პირველი მწერალი, რომელსაც ამ ფორმატში გადაეცა უნივერსიტეტის მედალი არის გურამ დოჩანაშვილი,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ რექტორმა ქართველი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. „კეთილგანწყობა, სიყვარული და თანადგომა, რაც დღეს მივიღე, დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ღმერთმა მომცეს ის ძალა რომ გამემართლებინოს ეს დიდი სიხარული“.-აღნიშნა მწერალმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42