საქართველოში ბოლო წლებში უამრავი სტარტაპ პროგრამა იქმნება. ყოველწლიურად სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ არც ერთი საინტერესო იდეა დარჩეს განუხორციელებელი და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ბიზნეს გარემოს განვითარებას და მრავალფეროვნებას.
შესაძლებლობებთან ერთად, ადამიანების ოცნებებიც უფრო რეალური გახდა და საკუთარ ბიზნესის დაწყებაც აღარ არის დაკავშირებული დიდძალ ინვესტიციებთან. მთავარია საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდე და გამოიყენო ბოძებული შანსი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სისწრაფეც და ის, რომ დროულად დაიწყო და გადადგა ნაბიჯი წარმატებისკენ. სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში, ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია „Goodweb“-ის ორგანიზებით და „სტარტაპ მეგობრულის“, „მარკეტერ.ჯის“, „ISET“-ის პარტნიორობით და ტელევიზია „მაესტროს“ და ნიუს პორტალის - „ტრენდბუქის“ მედია მხარდაჭერით, სპეციალურად სტუდენტებისთვის, შეიქმნა ინოვაციური პროგრამა “SKILLERS”, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ხედვებს, პირობებს და მოთხოვნებს.
კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა 3 რამ: სტუდენტური ჟინი, იდეა და გასაყიდი პროდუქტი. გამარჯვებული კი არა ერთი ან რამდენიმე, არამედ ყველა მონაწილეა. პროგრამა თითოეულ მონაწილეს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, ინტერნეტ მაღაზიას საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად. ამასთან ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის დასაწყებად; მარკეტინგულ მხარდაჭერას 3 თვის განმავლობაში; ტრენინგებს გაყიდვებში, მარკეტინგში და ვებ ადმინისტრირებაში და „Startup Beats”-ის ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას.. ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც საჭიროა ინტერნეტ სივრცეში ბიზნესის დაწყებისთვის და წარმატებით განვითარებისთვის!
პროგრამა იხსნება მასშტაბური ღონისძიებით 21 მაისს, 15:00 საათზე, ტექნოპარკში და ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა შეავსოს აპლიკაცია: http://students.goodweb.ge/, მიიღოს მოსაწვევი, დაესწროს ღონისძიებას, დარეგისტრირდეს პროგრამაზე და დაიწყოს საკუთარი ბიზნესი სტუდენტობიდან! ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია კი შეგიძლიათ მიიღოთ პროგრამის Facebook „ივენთის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






