„თუ Wi-Fi ზე არ გაქვთ პაროლი 20 000 ლარით დაჯარიმდებით“- რა განმარტებები კეთდება სილქნეტში
საზოგადოება - 12:35, 05 May, 2017     48300

„სილქნეტი" 20 000–ლარიან ჯარიმაზე განმარტებას „კომერსანტთან" აკეთებს. როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში არსებულმა გვერდმა ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე" ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემაზე „სილქნეტმა" აბონენტი შესაძლოა 20 000 ლარით დააჯარიმოს.


,,20 000 ლარით დაჯარიმდებით, თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ), ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, კომპანია ,,სილქნეტს" შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო.


ასევე, თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება. ისე, ცნობისთვის, ევროპაში შემხვედრია კაფეები / სხვადასხვა დაწესებულებები რომლებსაც აქვთ უფასო Wi-FI და ასევე ფასიანი Premium პაკეტები ( მაგ:რეკლამების გარეშე, ულიმიტო დრო / სიჩქარე და ა.შ ) და საქართველოში იგივე პროვაიდერების ხელშეკრულების მიხედვით 20 000 ლარით დააჯარიმებენ ( მესამე პირისთვის მიწოდება/გაყიდვა ) მარეგულირებელმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არ რეაგირებს"-ნათქვამია გვერდის ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„კომერსანტი" დაინტერესდა, რატომ დადგა „სილქნეტთან" დადებული ხელშეკრულებაში 20 000–ლარიანი ჯარიმის ჩადების აუცილებლობა, როდიდან ამოქმედდა აღნიშნული ნორმა და კონკრეტულად ვისზე გავრცელდება?

„სილქნეტში" აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა. მათი განმარტებით, ის სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მათი ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) ეს არის პირი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე. შესაბამისად, როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულება, ეს რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს უფლება აღნიშნული მომსახურება გადასცეს სხვა პირებს და მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის.


სრულად იხილეთ commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42