"დიდი მადლობა მამუკა გორგოძეს საქართველოს რაგბისა და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე საქართველოს სახელის მის საზღვრებს გარეთ ღირსეულად წარმოჩენისათვის! #მადლობაკაპიტანო"- წერია მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
"დიდი მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის,რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული რაგბისთვის გააკეთე. მეამაყები #გორგოძილა"- წერს ზაზა ფაჩულია.
სამაგალითო ადამიანი წასვლის დროსაც სამაგალითოა...
ჩასახუტებელი გორგოძილა და ყველაზე კეთილი გოლიათი...
მადლობა თავდადებისთვის #გორგოძილა...
ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდავ მადლობა #გორგოძილა...
მუდამ საამაყო და სამაგალითო კაპიტნად დარჩები, მადლობა ყველა მატჩისთვის,ყველა ლელოსთვის...
მგელკაცი მიდის...
"გორგოძილა" საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა სარაგბო მსოფლიოში...
ყველა ამბავს აქვს თავისი დასასრული. მამუკა გორგოძე სანაკრებო კარიერას ასრულებს. მადლობა ყველაფრისთვის! მუდამ საამაყო და სამაგალითო კაპიტნად დარჩები!
მასალის გამოყენების პირობები