სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ დაასრულა დმანისის 54 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მეიცხველები დაუმონტაჟდა 7500 აბონენტს. ახალი მრიცხველების მეშვეობით, აბონენტები შეძლებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. მხოლოდ დმანისის რაიონის გამრიცხველიანებისთვის სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ განახორციელა 3 000 000 ლარამდე ინვესტიცია.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს, ის მოიცავს 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.
„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტი შეძლებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.
მასალის გამოყენების პირობები






