საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წელს, რომლის ფარგლებშიც სამოდელოდ შეირჩა ხუთი პროფესიული კოლეჯის (აისი, მერმისი, სპექტრი, ოპიზარი, იბერია) შენობა და განხორციელდა მათი ადაპტირება ნორვეგიული სტანდარტის (NS 11001-1) უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებით ლიფტების, პანდუსების და ადაპტირებული სველი წერტილების მოწყობას. ეს არის გარემო, რომელიც მორგებულია სპეციალური საჭიროებების, ასაკობრივი ჯგუფის და შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. უნივერსალური დიზაინის მქონე შენობაში შეღწევადობა, მისაწვდომობა, სივრცეში მობილობა, ორიენტაცია და შესაბამისი აკუსტიკური ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია.
ვინაიდან აღნიშნული სტანდარტით შენობა-ნაგებობების ადაპტაცია-რეაბილიტაცია მაღალბიუჯეტიანია, სხვა პროფესიული სასწავლებლების პროექტირების პროცესში მხოლოდ გარკვეულ ელემენტებში, შესაძლებლობის ფარგლებში ხდება მისი გამოყენება.
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრსტრუქტურის განვითარების სააგენტოს პრიორიტეტიდან გამომდინარე, 13 აშენებულ სკოლაში ადაპტირებული გარემო სრულად არის შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N41-ე დადგენილებასთან(„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემეტების ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე“). ამ ეტაპზე მიმდინარეობს 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, სადაც ასევე შესაბამისი გარემო იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ადაპტირებული გარემოს შექმნას თითქმის ყველა სკოლაში და პროფესიულ სასწავლებელში მოთხოვნის შესაბამისად, იმისათვის რომ გარემო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შშმ და სსმ პირთათვის.
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები