სამარცხვინო ეტაპი და ეკლესიის დისკრედიტაცია... ბომბი აუფეთქდათ ხელში - მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე
საზოგადოება - 22:19, 02 May, 2017     14161

ე.წ. ციანიდის საქმე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აღნიშნულ საქმეზე საპატრიარქოს ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანში, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ საქმეზე გაკეთებული განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება:

„წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც შეიკრიბა ამ გახმაურებული საქმის შემდეგ, რომლემაც სრული ნდობა გამოუცხადა ამ გამოძიებას, შემდეგი ეტაპი იქნება ისევ სამარცხვინო, სრულ ნდობას გამოვუცხადებთ სასამართლოს და მივიღებთ, რომ სრული ნდობა გამოეცხადება ქართველი ერისგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, უფალმა დაგვიფაროს, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები, ეს იქნება ერის დაბრკოლება, არც მეტი არც ნაკლები, თუ ამ პოზიციას დაიკავებს საქართველოს ეკლესია. მსგავსი უხერხული სამარცხვინო უპასუხისმგებლო განცხადებები ახალი არ არის, არაერთხელ ამიღია ჩემს თავზე პასუხისმგებლობა, რომ ასეთი სამარცხვინო განცხადებები არ გამეშვა საპატრიარქოს ტელევიზიით.

მე გამოვთქვი ჩემი გულისტკივი, რომ დღემდე სცენარის ავტორი ჩემი აზრით ამ უხერხული მდგომარეობისა, არის ადამიანი, რომელიც დგას ამ შარის უკან, ერთმა საკმაოდ კვალიფიციურმა სამართალმცოდნემ, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს, მან ასეთი შეფასება მისცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ბომბი აუფეთქდათ თითქოს ხელშიო, ადამიანებს რომლებიც ამ სამარცხვინო სცენარის უკან დგანან, მე ვთქვი, რომ ჩემს მიერ დასახელებული რუხი კარდინალი, რომელიც დღემდე საპატრიარქოშია და განაგებს, კვალი ისევ მიგვიყვანს ამ ქალბატონამდე, ასეთი ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მრევლის მიმართ, სამღვდელო დასის მიმართ, ნებისმიერმა ადამიანმა კარგად იცის რამდენად უხერხულია, მღვდელი, რომელიც რამდენიმე პირს, იერარქს გამოასალმებდა ამ წუთისოფელს, დაბრუნდებოდა საქართველოში და პატრიარქი მას დააჯილდოვებდა? ეს არის დისკრედიტაცია ეკლესიისა, მსგავსი განცხადებები, რომელიც დაბნეულობის შემოტანას ემსახურება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ვარაუდით, პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გარდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მკვლელობა იგეგმებოდა.

ქარჩავა პატრიარქთან დაახლოებულ ორ სასულიერო პირს ასახელებს. მისი თქმით, საუბარია მეუფე იაკობსა და ილია მეორეს თანამესეკნე მამა დავით ჭინჭარაულზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42