29 აპრილს, მსოფლიო პრემიერამდე ორი კვირით ადრე საქართველოში გაი რიჩის ფილმის „მეფე არტურის ხმალი“ დახურული, საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ახალი სათავგადასავლო ფანტასტიკა რეჟისორმა კომპანია Warner brothers-სთან ერთად შექმნა.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელმაც არაფერი იცის მისი სამეფო წარმომავლობის შესახებ, სანამ კლდიდან ''ესკალიბურის'' ხმალს არ ამოიღებს, მახვილის გავლენა კი დაუყოვნებლივ იჩენს თავს, არტური იძულებულია იბრძოლოს ძალაუფლებითსვის. ის იდუმალ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ცდილობს დაეუფლოს ხმალს, დაამარცხოს საკუთარი დემონები და ვორგერნი, რომელმაც მას მშობლები და გვირგვინი წაართვა.
ფილმში ჩარლი ჰანამი, ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, ასტრიდ ბერგეს-ფრისბეი, დჯიმონ ჰოუნსოუ, ადიან გილენი და ანაბელ უალისი ითამაშებენ. მათ კი კომპანიონობას ცნობილი ფეხბურთელი დეივიდ ბეკჰემი გაუწევს.
ფილმის პრემიერა, თავდაპირველად, 2016 წლის 22 ივლის იგეგმებოდა, თუმცა საბოლოდ მსოფლიო დიდ ეკრანებზე 12 მაისს „მეფე არტურის ხმალი“ გამოჩნდება,ქართველი მაყურებელი კი მას მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე იხილავს. ახალ ნამუშევარს კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
მასალის გამოყენების პირობები