თსუ-ში ,,ვეფხისტყაოსნის’’ ახალი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 17:07, 02 May, 2017     1977
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა თსუ ბიბლიოთეკარებსა და ბიბლიოთეკაში მისულ სტუმრებს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და „ვეფხისტყაოსნის“ უცხო ენებზე თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სხვადასხვა ერებს საშუალება აქვთ მშობლიურ ენაზე გაეცნონ ქართული ლიტერატურის მთავარ ძეგლს, ჩაწვდნენ მის შინაარსსა და სიბრძნეს,“- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ უმდიდრესი კოლექცია ინახება, მათ შორის, პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ - 1712 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი და სხვა უნიკალური გამოცემები, უცხო ენებზე გამოცემულები. დღეს ჩვენს კოლექციას შეემატა გერმანულ, ინგლისურ, არაბულ და ჩეჩნურ ენებზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნებიც“, - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნური გამოცემა წარადგინა საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა. მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე 1969 წელს თარგმნა ნურდინ მუზაევმა. იმდროინდელი გამოცემა თითქმის არ მოიპოვება საქართველოში. ამიტომ ხელახლა გამოიცა ეს თარგმანი.

”ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ლინ კოფისეული ინგლისური პოეტური თარგმანი წარადგინა გამომცემლობა „პოეზიის“ დირექტორმა ნატო ალხაზიშვილმა. მისი განცხადებით, „ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. ინგლისურ ენაზე აქამდე არსებული თარგმანები, მათ შორის, მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი - პროზაში იყო შესრულებული. ეს თარგმანი საშუალებას მისცემს უნგლისურენოვან მკითხველს „ვეფხისტყაოსნის“ სილამაზეც და სიბრძნეც შეიგრძნოს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42