ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლოს ჩვენება კიდევ ერთმა მოწმემ მისცა
საზოგადოება - 19:51, 01 May, 2017     1284

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილსის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა - პროცესზე პროკურატურის მოწმე ბეგლარ ყიფიანი დაიკითხა, რომლის თქმითაც, ბიძინა ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის ლიცენზიას ფიქტიურად ფლობდა, 2004 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილე იყო. მოწმის განცხადებით, ნიჟარაძემ ლიცენზია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახლობელს, სოსო მგელაძეს გადასცა.

სოსო მგელაძემ მითხრა, შეიძლება, დაკითხვაზე დაგიბარონ და გაიხსენე, რომ ასეთ გარიგებაში შენ მონაწილეობდი და ბიძინა ნიჟარაძესაც შენ შემახვედრეო, მაგრამ ვუთხარი, რომ მსგავსი ფაქტი არ მახსოვს,“ - აღნიშნა ყიფიანმა.

პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, მოწმე ბეგლარ ყიფიანმა სასამართლოზე გააბათილა იოსებ მგელაძის მიერ გამოძიებაში მიცემული არაზუსტი ჩვენება.

„ბეგლარ ყიფიანმა დაადასტურა, რომ იოსებ მგელაძეც ერთ-ერთი ფიქტიური შემძენი იყო და ლიცენზიაში თანხა, რეალურად, არ გადაუხდია. მოწმემ, ასევე, გამორიცხა, რომ მან დააკავშირა იოსებ მგელაძე ბიძინა ნიჟარაძეს, რა ვერსიაც მგელაძემ გამოძიებისას განავითარა,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომაპნია „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 17 მაისს განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42