არსებობს საფუძველი დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ოხანაშვილისა და დაცვის წევრების წინააღმდეგ- მამალაძე
საზოგადოება - 17:20, 01 May, 2017     11248
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლებს ბრალი წაუყენონ, რომლებიც სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

პროკურატურის მთავარმა მოწმემ ნიუპოსტთან" განაცხადა, რომ სიხსლისამართლებრივი დევნის დასაწყებას საფუძველი არსებობს.

"ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. გამოძიებას თავისი სტანდარტები აქვს, საქმე ჯგუფთან დაკავშირებით ცალკე გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტია, რომ მას (ოხანაშვილს) საპატრიარქოში შეწყვეტილი აქვს უფლება-მოსილება და რა თქმა უნდა, თავიდანვე მის მიმართ კითხვისნიშნები არსებობდა. რახან საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, მიეცემა გამოძიებას იმის შესაძლებლობა, რომ ჯგუფთან დაკავშირებით ნორმალურად იმუშავოს, იგივე იგეგმებოდა თუ არა სახვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ქმედება, არა თეთრუაშვილზე, არამედ იგივე პატრიარქზე... მაღალი იერარქზე"- აღნიშნა მამალაემ.

"ნიუპოსტი" დაინტერესდა რა იცის ირაკლი მამალაძემ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თეთრუაშვილის გარდა მაღალი რანგის სასულიერო პირების ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მე ჩვენებაში მივუთითე პატრიარქი ან მაღალი იერარქი, ეს პირები რა თქმა უნდა, მაღალ იერარქიაში შედიან. საპატრიარქოში გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, შიდა დაპირისპირებებიდან გამომდინარე უფრო მეტი იციან. აქედან გამომდიონარე, მათ ალბათ თავისი მოსაზრებები აქვთ... ვერ გეტყვით. არ ვიცი მიდის თუ არა ძიება ამ მიმართულებით"- თქვა პროკურატურის მოწმემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალური ინფორმაცია დღეს გაავრცელა. მისი ვარაუდით, პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გარდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მკვლელობა იგეგმებოდა.

ქარჩავა პატრიარქთან დაახლოებულ ორ სასულიერო პირს ასახელებს. მისი თქმით, საუბარია მეუფე იაკობსა და ილია მეორეს თანამესენაკე მამა დავით ჭინჭარაულზე.

საპატრიარქოს იურისტს 'ნიუპოსტთან" დაკავებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველმა უკვე უპასუხა.

მიხეილ რამიშვილს აინტერესებს, საიდან აქვს საპატრიარქოს იურისტს ინფორმაცია ან რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავრცელებს აკეთებს ანცხადებას.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს და პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42