-18 - თიბისი თინეიჯერებისთვის ახალ სივრცეს ქმნის
საზოგადოება - 12:32, 01 May, 2017     2110
თუ ხარ 12-დან 18 წლამდე და ეძებ გართობას და თავგადასავალს, თიბისი სპეციალურად შენთვის ახალ სივრცეს ქმნის. – 18 ის ადგილია, სადაც შენთვის და შენი მეგობრებისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. საინტერესო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში - დეტალებს ამ ყველაფრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყობ.

„ბევრი ვიფიქრეთ, რა შეგვეთავაზებინა იმ მოზარდებისთვის, ვისაც გარკვეულ ღონისძიებებზე ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და ამავე დროს გასართობი ცენტრების ასაკშიც აღარაა. ერთგვარი ვაკუუმია მათთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ვაკუუმი საინტერესო ამბებით შევავსოთ. ჩვენ შევისწავლეთ მათი ცხოვრების რიტმი, ინტერესები და მოთხოვნები და სწორედ ამის გათვალისწინებით დავგეგმეთ ყველაფერი. თიბისი ბანკი იქნება იქ, სადაც არიან თინეიჯერები და მათი ცხოვრების წესს ბუნებრივად მოერგება,“ - ამბობს კოკა ქამუშაძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის გუნდის წარმომადგენელი.

ყველაზე ბუნებრივი გზა ბანკთან ურთიერთობის დასაწყებად პირველი ბარათია, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. იმისათვის, რომ მოსწავლემ ბარათი აიღოს, მშობლის თანხმობა და თიბისიში მოთხოვნის დაფიქსირებაა საკმარისი.

პირველი ბარათი განკუთვნილია, როგორც უნაღდო ანგარიშწორებისთვის, ისე თანხის გასანაღდებლად. იმ ადგილებში კი, სადაც ბავშვებს და თინეიჯერებს გართობა და დასვენება უყვართ, ისინი ქეშბექებს და ფასდაკლებებს მიიღებენ, მაგალითად, კინოთეატრებში, კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებსა თუ მაღაზიებში.

პირველი ბარათი არა მარტო მოსწავლეებიისთვის, არამედ მშობლებისთვისაც მოსახერხებელია. მათ შეუძლიათ მარტივად ჩაურიცოხონ შვილებს თანხა და ამავე დროს დაუწესონ ყოველდღიური ლიმიტი განაღდებასა თუ უნაღდო ანგარიშსწორებაზე. მშობლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამონაწერი ანგარიშიდან. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ბარათის მეშვეობით ტრანზაქციები ვერ განხორციელდება ისეთ ობიექტებში, რომლებიც თავიანთი საქმიანობით შესაძლოა უარყოფით ზეგავლენას ახდენდენ ბავშვებზე.

ბარათის დიზაინი პროექტ #წერექართულად თემაზეა შექმნილი. მეტი მოხერხებულობისთვის ბავშვებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ პლასტიკურ ბარათსა და ფეისტიკერს შორის, ერთერთი პროდუქტის მიღება თიბისის ფილიალებში და სერვისცენტრებში უფასოა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42