ეუთო-ს ექსპერტები მედიის თავისუფლების საკითხებში, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. ლიტვის ჟურნალისტთან კავშირის ტავმჯდომარე დანიუს რადზევი-ჩიუსი დაგეგმილ შეხვედრებზე :კურიერთან“ საუბრობს:
„დემოკრატიული ქვეყნებისთვის მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან დაგეგმილ შეხვედრებზე მედიის კუთხით არსებულ ვითარებას და პრობლემების გადაწყვეტის გზებს განვიხილავთ. მედია გარემოსთან დაკავშირებით მათ აზრს მოვისმენ და ქვეყანაში არსებული რეალურ ვითარებიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგებთან ერთად რეკომენდაციებს მოვამზადებ. აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლერბა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის," - განაცხადა დანიუს რადზევი-ჩიუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






