,,ნაცემი არის, მაგრამ როგორც შევატყვე ბავშვი დაშინებულია“ - მოზარდის მშობლები ცხენის ქურდობის ფაქტს უარყოფენ
კრიმინალი - 12:03, 30 Apr, 2017     15415
საგარეჯოში, ცხენების ქურდობის ბრალდებით დაკავებული 15 წლის მოზარდის, იოსებ გიგაურის ოჯახი ქურდობის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც დაკავებულის დამ, ლია გიგაურმა განაცხადა, მის ძმას ხელფასი არ გადაუხადეს, ამიტომ ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა. ასევე, მოზარდის მამის განცხადებით, მის შვილს ცემის კვალი აღენიშნება.

იოსებ გიგაურის მშობლები ასევე აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ საგარეჯოს პოლიციაში არასრულწლოვანი იოსებ გიგაურის დაკითხვა მშობლების გარეშე მიმდინარეობდა. პოლიცია თავიდან განმარტავდა, რომ დაკითხვას სოციალური მუშაკი ესწრებოდა. რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ შვილის სანახავად მოზარდის დედა შეუშვა.

ასევე დაიკითხა ფერმის მფლობელი, სადაც მოზარდი მშობლების დაუკითხავად მუშაობდა.

„ნაცემი არის, მაგრამ, როგორც მე შევატყვე, ბავშვი დაშინებულია და ახლა იმას ამბობს, რომ ვითომ ცხენიდან გადმოვარდა,“ - აცხადებს ბავშვის დედა.

იოსების მამა, ოთარ გიგაური აცხადებს, რომ მისი შვილის დამსაქმებლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

„პოლიციამაც ჰკითხა, ვინ გცემაო და მან უპასუხა, არავინ, უბრალოდ ცხენიდან გადმოვვარდიო, მაგრამ თვალით ცხენიდან გადმოვარდნილი ვერ დაეცემა,“ - აცხადებს ოთარ გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42