ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ქართველი დიზაინერის ნინო ჩხაიძის პროდუქცია, რომელიც მომხმარებლებისთვის „ნინელის“ სახელით არის ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მისი მაისურებით მხოლოდ ქართველები არ არიან აღფრთოვანებულები.
ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს საქართველოს მეექვსმილიონე ტურისტად იცნობენ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი ალბათ არასოდეს დაავიწყდება. ყველას კარგად ახსოვს ის სიურპრიზი, რომელიც მან საქართველომ მოუწყო.
თუმცა , საქართველოსთან მისი კავშირი ამით არ დასრულებულა და მალევე გაირკვა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იქნებოდა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ჯასპერი საქართველოში კვლავ დაბრუნდა და როგორც სოციალურ ქსელში გვიმხელს, ქართული პროდუქციით, კერძოდ დიზაინერ ნინო(ნინელი) ჩხაიძის მაისურებით მოიხიბლა.
„ნამდვილი ქართველი ვხდები“ - წერს ჯასპერი ფეისბუკზე და „ნინელის“ მაისურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული.
ნინო ჩხაიძე დიზაინერია, მისი მთავარი ნიშა კი ინდივიდუალიზმი და ეროვნული ელემენტებით გაჯერებული სამოსია.
დიზაინერი ამჟამად „ნინელი"- ს სახელით მოღვაწეობს, ბრენდი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა , რაც მაისურების ხაზი საქართველოს რუკის აპლიკაციით შეიქმნა.

ქართველი დიზაინერის მაისურებით აღფრთოვანებული ჯასპერი ამბობს, როaმ მსგავსი ორიგინალური პროდუქცია არსად უნახავს.
„ნინელი“ ხელით შექმნილი პროდუქტის წარმოებაზეა ორიენტირებული. მის ატელიეში არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ ინტერიერის აქსესუარებიც იქმნება.
ვისაც ეროვნულ მოტივებზე შექმნილი აქსესუარები მოგწონთ, „ნინელის“ ჩანთებს გულგრილად ნამდვილად ვერ ჩაუვლით, ვერც მის მაისურებს დატოვებთ უყურადღებოდ და აუცილებლად მოგინდებათ, თქვენს გარდერობს შეჰმატოთ.

ქართველი დიზაინერის ხელოვნებას გულშემატკივრები უცხოეთშიც ჰყავს. 2015 წლის სექტემბერში ნინო ჩხაიძე, თავისი პროექტით - „ქართული ქვილთი და მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე“, საფრანგეთში იმყოფებოდა ყოველწლიურ ფესტივალზე „European Patchwork Meeting“.
ამჟამად დიზაინერი ბერლინში იმყოფება, სადაც საკუთარი ნამუშევრების გამოფენა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები






