ქართული ლიტერატურული სამყარო დეფის გარეშე?! - ,,ეს იგნორი უკვე გააზრებული და კარგად ორგანიზებული ფაქტია“
კულტურა - 16:45, 29 Apr, 2017     9011

რატომ უვლის გვერდს თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცე დავით დეფის? ,,საბა“, ,,გალა“, ,,ლიტერა-2017“... დეფის ნაწარმოებებს მკითხველი ვერ ხვდება ვერცერთ ამ კონკურსზე, მაშინ როცა ის ამერიკისა და ევროპის ლიტერატურულ სივრცეში უკვე დიდი ხანია აღიარებულია. ,,ნიუპოსტი“ თავად დეფის ესაუბრა, რომლის სახელიც არათუ კარგად, არამედ ძალიან კარგად ნაცნობია ჩვენს საზოგადოებაში, სარგებლობს პოპულარობით და ამბობს ყოველთვის იმას, რაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე შემოქმედმა უნდა თქვას...

Newposts: წელს ლიტერატურული პრემიის „ლიტერა 2017“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ და თქვენი არც ერთი ნამუშევარი, არც რომანი და არც პოეზია, არა თუ ლაურეატთა, ნომინირებულთა სიაშიც არ მოხვდა. როგორ ხსნით ქართული ლიტერატურული ჯილდოების თქვენდამი დამოკიდებულებას?

დეფი: იგნორირება მეტად უცნაური საქმეა. ჩემი არც ერთი წიგნი, არც ერთ ქართულ ლიტერატურულ პრიზზე ნომინაციაშიც არასდროს ხვდება. შარშან ჩემი ორი წიგნი გამოიცა - პოემა "მეფე პოეტი" და რომანი "გვირგვინოსანი" - ექვსასგვერდიანი ისტორიული დრამა დემნა ბატონიშვილზე და როგორც მანამდე სხვა ჩემ რომანსა თუ პოეზიაზეც, რაც ამ მხრივ ხდებოდა, ისეა ახლაც - ორივე ნამუშევარი შეუმჩნეველი დარჩა. ასე იყო ყველა დროს და ასეა დღესაც. თანამედროვე სამყაროში ასეთ საქმეს ზოგჯერ გარკვეული მნიშვნელობა აქვს მწერლის, ტექსტისა და მკითხველის ურთიერთობაში. ამაზე ადრეც დამიწერია და ვფიქრობ ახლა, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოს ე.წ. ლიტერატურული სივრცის მიერ ჩემი იგნორირების ეს უცნაური ტრადიცია, ისევე როგორც მანამდე, (ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული) წელსაც არ ირღვევა.

Newposts: ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას აქცევთ?

დეფი: უცნაურია, მაგრამ უცნაურობის გარდა ასეთი საქმე უხერხულობადაც მეჩვენება. თქვენ წარმოიდგინეთ უსინდისობადაც კი. ვფიქრობ ჩემი ასეთი გაუთავებელი იგნორირება უკვე შემდგარი ფაქტია და გააზრებული, კარგად ორგანიზებული სიმბოლური აქტიც. ჩემი მხრიდან ჯილდოს მიღებას, ყველა ნომინანტს ვულოცავ. მე კი ჩემ გზას ვაგრძელებ.

Newposts: მთელი ეს წლები თქვენ არასდროს ყოფილხართ ნომინირებული ან საბაზე, გალაზე ან ლიტერაზე თუნდაც? ან ილიაუნის წლის საუკეთესო რომანის ჯილდოზე? ან სხვა ქართულ ლიტერატურულ ჯილდოებზე?

დეფი: არა, არასდროს. არც ერთხელ მთელი ამ ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე.

Newposts: სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ გამოქვეყნებული?

დეფი: საქართველოში?

Newposts: დიახ.

დეფი: რვა რომანი. თოთხმეტი პოეზიის წიგნი, ასევე ჯიბრანის „წინასწარმეტყველი“-ს თარგმანი და პოეზიის სამი აუდიო ალბომი სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად. ალბომი „დაფიონი“-ს პრეზენტაცია აბასთუმნის ობსერვატორიაში მოვაწყე. მოწვეული სტუმრების თვალწინ. არც ეს ალბომი განხილულა სადმე. არც მასზე არავის უმსჯელია. თუ სადმე რამე თქმულა ძირათად ლანძღვ-გინება და დაცინვა, მეტი არაფერი.

Newposts: თქვენ იულიუს მაინლის მსოფლიო ბრენდმა 2017 წლის პოეზიის ამბასადორად დაგასახელათ და წინა კვირას კი თქვენი პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ საღმრთო ლიტურღიაში ოფიციალურად შეიტანა. არც ეს უნიკალური ფაქტი აღინიშნა რაიმე ლიტერატურულ კრიტიკულ პრესაში?

დეფი: არა. სიტყვა არსად თქმულა. სრული სიჩუმე.

Newposts: თქვენზე ამერიკულ, ბრიტანულ, ავსტრალიურ პრესაში იწერება, მაგრამ საქართველოში ამ მხრივაც სრული სიჩუმეა. თქვენს ნაწარმოებებზე კრიტიკული წერილები ქართულ ლიტ-სივრცეში არ გვახსენდება. ასეთი რამ თქვენს შემოქმედებით ხარისხზე როგორ აისახება?

დეფი: ხარისხთან ამას საქმე არ აქვს, მე კარგად ვიცი ვინ ვარ და რა ვარ, მაგრამ ემოციურად მეტად უჩვეულო მდგომარეობაა. ცოცხალი თავით არ გიმჩნევენ და თუ გიმჩნევენ დაგცინიან და გაგინებენ. ფიზიკურადაც კი თავს გესხმიან. ვიცი ბოლოს მე გავიმარჯვებ ეს გზა ასეთია, ამ გზას თავისი წესი აქვს, მაგრამ მიკვირს. სულ ესაა. მიკვირს.

Newposts: თქვენს საზღვარგარეთულ დიდ წარმატებებზეც არავითარი გამოხმაურებაა ჩვენთან?

დეფი: უცნაურია მაგრამ არა. სრული მიუღებლობა.

Newposts: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამერიკაში მნიშვნელოვანი ამბები მოყვა თქვენს შემოქმედებას.

დეფი: დიახ, ჩემი ერთი პროზაული ნამუშევარი 2012 წელს ამერიკულმა გამომცემლობამ Dalkey Archive Press ევროპის საუკეთესო ნაწარმოებების მსოფლიო გამოცემათა სერიაში შეიტანა, Best European Fiction, მიმიღო ამერიკულმა „პენ მსოფლიო ხმათა საზოგადოება“-მ, ვარ ამერიკული ლიტერატურული საზოგადოება „ლედიგ ჰაუსი“-ს სტიპენდიანტი და წევრი, ლორი ანდერსონმა კი ჩემ პოეზიაზე საგანგებოდ მუსიკა დაწერა და ცოცხალი წარმოდგენა პოეზიის მსოფლიო ფესტივალზე ნიუ იორკში მანჰეტენზე ერთადაც მოვაწყვეთ, მსოფლიო სხვა რვა პოეტთან ერთად, მათ შორის კი პულიცერის პრიზის ლაურეატ დიდ ამერიკელ პოეტთან იუზეფ კომუნიაკასთან ერთად, შტატებში კი საერთოდ სალმან რუშდის ოფიციალური მიწვევით ვიყავი. ჩემი პოეზიიდან ორი ნამუშევარი ამერიკის უდიდეს ლიტერატურულ ვებ გამოცემებშია განთავსებული. ამის მერე აღარც გამიკვირდეს საქართველოს სიჩუმე? თუმცა ეგ რა ჩემი საქმეა.

Newposts: მკითხველი ბევრი გყავთ და როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ დროს ეთქმის?

დეფი: მეტ-ნაკლებად ასეა. დაე მკითხველმა და დრომ გადაწყვიტოს ცხადია. მე სხვა რამეს ვამბობ - თუ ჟიურიმ რომანი "გვირგვინოსანი" წაიკითხა და პოემა "მეფე პოეტი" (და მანამდე გამოცემული სხვა ჩემი რომანები და პოეზია, სხვა წლებში სხვა დროს, სხვა ჟიურიმ...) და ნამუშევრების იგნორირება მაინც მოახდინა - ჩემი ტრადიციული იგნორირება, წიგნი ნომინაციაშიც რომ არ გადის, აი ასეთი იგნორირება, თითქოს ნაწარმოები არც არსებობს სწორედ ასეთი - მაშინ გასაგებია ვინც არიან და რაც ამოძრავებთ. ჩემთვის ყოველთვის გასაგები იყო, ბევრი იბრმავებდა თავს, მაგრამ ახლა ხომ ხედავენ რომ იგნორირება შეუძლებელია, ამის გაბედვაც შეუძლებელია და მაინც ასე იქცევიან... ხოლო თუ არ წაიკითხეს და იგნორირების გადაწყვეტილება ასე მიიღეს, კიდევ უარესი. ეს საერთოდ გულისამრევია უკვე. მუდამ ასე იყვნენ ჩემზე ჩაციკლულები და ასეთივე ჩაციკლულები არიან დღესაც. ამხელა სიჩუმე უკვე გამაყრუებელია.

Newposts: არც თქვენი კოლეგები, ახალგამოცემული წიგნებისათვის მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში განიხილავენ თქვენ ნამუშევრებს, არც ლაიფციგის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩნდებით სხვა მწერლებივით. ეს საერთო სურათის კიდევ ერთი მხარეა?

დეფი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეა და მეტიც - ჩემ წიგნებზე საუბარი ცუდი ტონია. გერმანიის წიგნის ბაზრობებზე წასვლას წინ არაფერი უდგას, მაგრამ იმ კონტექსტში რასაც თქვენ გულისხმობთ, დიახ, მე არასდროს მოვიაზრებოდი. ამ საქმეს და ზოგადად წიგნების თარგმანსა და უცხოეთში გამოცემას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უწევს ორგანიზებას, კულტურის სამინისტროსთან ერთად. საქმე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უკვე აშკარაა, მე ამოჩემებული ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ ამ კონკრეტულ სამყაროში ყველა დროს ჩემდამი დამოკიდებულება ასეთი იყო - არასდროს ჩემი არც ერთი წიგნი და არც მე პირადად ამ გზით არსად გავსულვართ, არც ფრანკფურტის და არც ლაიფციგის წიგნის ბაზრობებზე. შარშან კი ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში ჩემმა ამერიკელმა გამომცემელმა, ჩემი რომანის ამერიკაში გამოცემაზე განაცხადი შეიტანა და ის ამ ცენტრის ბორდის წევრებმა უარყოფითად განიხილეს, არც თარგმანი და არც გამოცემის ხარჯი არ დააფინანსეს. წარმოგიდგენიათ? აი ასე, თქვენ „არა“, როცა სხვებზე ჩვეულებრივ თქვეს „კი“. მიუხედავად ასეთი უსინდისო წინაღობისა, რაც ბორდმა ჩემ წინ აღმართა, რომანი ამერიკაში გაისად მაინც გამოდის, ოღონდ არა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით, არამედ ჩემი და ჩემი ამერიკელი გამომცემლის ერთობლივი მონდომებით და დამფინანსებელი წყაროების პოვნით.

Newposts: ამერიკულმა ლიტერატურულმა გამოცემამ Wild River Review-მ თქვენ „ლიტერატურული გიგანტი“ და „მეფე პოეტი“ გიწოდათ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

დეფი: ახლა, როცა საქართველოში ჩემდამი ასეთი ღია იგნორირების გამოწვევა უკვე თითქმის ოცი წელია ნორმად იქცა, ცხადია, დიდ რამეს ნიშნავს. ძალიან დიდ რამეს. გარდა ამისა, ესაა მოკითხვა ქართულ ე.წ. ლიტერატურულ სამყაროს, რომელსაც ვფიქრობ, მე უფრო ვჭირდები, ვიდრე ის მე. თანამედროვე ლიტერატურული, გნებავთ კულტურული სამყარო იქაა, სადაც მე ვქმნი და არა იქ, სადაც ჩემ შექმნილსა და გაჩენილს აიგნორებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42