თსუ-ში აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმი გაიმართა
საზოგადოება - 20:16, 28 Apr, 2017     2516
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმს უმასპინძლა. აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იან კელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემს ალმა-მატერში. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ უნივერსიტეტს, როგორ გამუდმებით იცვლება, თანამედროვე აკადემიური ცენტრი ხდება, როდესაც ვხედავ, რომ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ისეთივე აქტიურები არიან, როგორც წლების წინ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ აშშ-სთან ოცდახუთწლიან ურთიერთობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის წვლილი, რომელიც აშშ-ს აკადემიურმა პროგრამებმა შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აკადემიური პროგრამებისა და სტიპენდიების დახმარებით საქართველოს მომავლის ლიდერების აღზრდაში,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება აშშ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა და ფართო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. „საქართველო იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, პატივს სცემს თავისუფალ სიტყვას. განვითარების ამ გზაზე აშშ-მ საქართველოში 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში გატარდა.“-აღნიშნა ელჩმა.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის პერიოდში მასშტაბური სასწავლო-გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლის დახმარებითაც 5 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო უმაღლესი განათლება აშშ-ში. „ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა მხოლოდ 25 წლის წინ. 1918 წელს, უნივერსიტეტის დაარსების დღიდან პირველი უცხოელი პროფესორი, რომელ;იც ასწავლიდა ჩვენს უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბლეიკი იყო. 1987-1988 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში. ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული. ამერიკელების მიერ ამ მიმართულებით დახარჯული ყოველი დოლარი არის წარმატებულად დახარჯული დოლარი. იმედია, კვლავ გაგრძელდება ასეთი მასშტაბური დახმარება.“-განაცხადა თსუ რექტორმა.

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნიკა სამხარაძემ, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) პრეზიდენტმა ეკა მეტრეველმა, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის აკადემიური ურთიერთობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ინტენსიური გაცვლითი პროგრამები თსუ-სა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ამჟამადაც ხორციელდება, რაც ქართველ სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს დასავლური განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42