„პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში, ოპტიმისტი კი - შესაძლებლობას ყველა სირთულეში“.
ადამიანები მუდმივად იყოფოდნენ ორ კატეგორიად. ერთნი, რომლებიც მოქმედებენ აქტიურად, ეძებენ და იყენებენ შანსებს, რისკავენ, არ უშინდებიან გამოწვევებს, თამამად დგამენ ნაბიჯს და ცვლიან, როგორც საკუთარ ცხოვრებას, ისე გარემოს. მეორე კატეგორია კი ფრთხილობს, უშინდება რისკებს, ურჩევნია მოქმედებამდე სრულად გათვალოს ყველა დეტალი და ნაბიჯი გადადგას მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგრძნობს იდეალურ მზაობას. დღეს, ცხოვრების ტემპი აჩქარებული, პროცესები კი მნიშვნელოვნად გამარტივებულია, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ შენთვის სასურველი, იდეალური კონდიცია არასდროს შეიქმნება, დაკარგავ მოტივაციას, ძვირფას დროს და სხვა დაგასწრებს იდეის განხორციელებას საკმაოდ დიდია.
სწორედ, სისწრაფე და მოქნილობაა ის ორი, აუცილებელი მოთხოვნა, რასაც დღეს ბაზარი მომავალ ბიზნესმენებს უყენებს. მითუმეტეს, რომ ტექნოლოგიური რევოლუციის და ინტერნეტის ხანაში ბიზნესის დაწყება აღარ არის დაკავშირებული რთულ პროცესებთან და დიდძალ ინვესტიციებთან. იქმნება უამრავი პლატფორმა, რომელიც თავდაყირა აყენებს არსებულ რეალობას, ანგრევს სტერეოტიპებს და ხელმისაწვდომს ხდის აქამდე რთულად მისაღებ, ძვირადღირებულ სერვისს.
ამის საუკეთესო მაგალითია ის, რომ საქართველოს რეალობაში გამოჩნდა ინოვაციური ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია, Goodweb-ი, რომელმაც საკუთარი ხედვები მოარგო სწორედ ბაზრის და საზოგადოების საჭიროებებს და ამ გზით ყველასთვის თანაბრად გააღო ინტერნეტ სივრცის წარმატების კარი. კერძოდ, შესაძლებელი გახადა საკუთარი ბიზნეს ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის სერვისად, ყოველთვიური ანგარიშსწორებით მიღება.
ასე რომ, აღარ აქვს მნიშვნელობა პესიმისტი ხარ, თუ ოპტიმისტი.. სირთულეები ჩაანაცვლეს იდეალურმა შესაძლებლობებმა. სტერეოტიპები კი - ინოვაციურმა ხედვებმა, საჭიროა მხოლოდ ეფექტური ბიზნეს იდეა და პირველი ნაბიჯის გადადგმა წარმატებისკენ!
მასალის გამოყენების პირობები






