რეკრეაციული ზონა მოვაჭრეების ხარჯზე - ,,სითი ინსტიტუტს“ იურიდიული პრობლემები აქვს
საზოგადოება - 16:46, 26 Apr, 2017     2866
„ელიავა ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ოთარ იმნაიშვილი აცხადებს, რომ „სითი ინსტიტუტს“, რომელსაც ელიავას ბაზრობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება სურს, იურიდიული პრობლემები აქვს.

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნესკოდის“ ეთერში სტუმრობისას ოთარ იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ უახლოეს მომავალში დასკვნას დადებს, სადაც ამ ხარვეზებზე იქნება საუბარი. ასევე, მანვე აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია „სითი ინსტიტუტის“ ფინანსებთან დაკავშირებით კვლევას აწარმოებს.

ოთარ იმნაიშვილი ამბობს, რომ „სითი ინსტიტუტს“ 15 ათასი მოვაჭრის ხარჯზე სურს ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაკეთება მაშინ, როდესაც ბაზრობის ადმინისტრაციას 2011 წლიდან აქვს პროექტი, რომელიც მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებით უპრეცენდენტო მასშტაბის სავაჭრო ობიექტის აშენებას გულისხმობს.

„ეს ტერიტორია რეკრეაციული ზონებით ყველაზე მეტად არის დატვირთული. 250 მეტრში არის მუშტაიდის ბაღი, ბაზრობის მოპირდაპირე მხარესაც ასევე დიდი ტერიტორიაა, სადაც ასევე შესაძლებელია რეკრეაციული ზონოის მოწყობა. 15 ათასი მოვაჭრის ხარჯზე, რომნლებიც ოჯახებს არჩენენ, რეკრეაციული ზონის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,- ამბობს ოთარ იმნაიშვილი.

სამშენებლო კომპანია „ჯისისი“-ს დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ ბიბილეიშვილი აცხადებს, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია 2011 წლიდან სამშენებლო სამუშაოებს ატარებს, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს.

„მსგავსი მასშტაბის სავაჭრო ობიექტი, რომლის გაკეთების გეგმაც ჩვენ გვაქვს, საქართველოში არ არსებობს. ამ მიმართულებით, რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მიმდებარე ტერიტორიის დახვეწის მიზნით, კონკრეტული სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ჩვენი პროექტით, ადგილზე მოეწყობა გასართობი ცენტრები, მოსასვენებელი ადგილები, სავაჭრო ზონა. მოწესრიგებული იქნება ინფრასტრუქტურა. ქალაქის ცენტრში მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული ობიექტი აშენდება. საუბარია დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომლის ფარგლებშიც უამრავი ადამიანი დასაქმდება, პრიექტის კონცეფცია უკვე მზად არის და ჩვენ მშენებლობას ვიწყებთ“,- აღნიშნა გადაცემა „ბიზნესკოდის“ ეთერში სტუმრობისას ოთარ ბიბილეიშვილი.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება _ დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს.

პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.

ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 ათასს აღწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42