"თავადაც შევსწრებივარ, როგორ ურტყამდა ორსულ დედას" - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
კრიმინალი - 17:20, 26 Apr, 2017     31748
39 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 42 წლის გიორგი ჯანაშვილის დედა, მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მკვლელობის შესახებ პოლიციას, მას შემდეგ შეატყობინა, რაც მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მირანდა ვაჩეიშვილი „შემოაკვდა“.

თამარ ჯანაშვილის მონაყოლის მიხედვით, ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული მოკლულთან ქორწინებაში არ ყოფილა.

“ჩემს შვილს ველაპარაკე, მითხრა რომ შემომაკვდაო... მთვარალი იყოო. თვითონ დარეკა და უთხრა ესეთი რამ ჩავიდინე, მოვედით რომ ჩაგბარდეთო. პირადად მე განვაცხადე, რომ ასეთი ინფორმაცია მქონდა. ჩემი შვილი მისი ქმარი არასდროს ყოფილა“- აცხადებს დაკავებულის დედა.

სასტიკი მკვლელობა თბილისში, გლდანის მიკრო რაიონში სამი დღის წინ მოხდა. საქმის მასალების მიხედვით ჯანაშვილმა ახალგაზრდა ქალი, ელექტროსადენით გაგუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა.

მოკლულის 19 წლის შვილი და მეგობრები აცხადებენ, რომ ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა, რადგან დაკავებული მას სიცოცხლის მოსპობით ხშირად ემუქრებოდა.

შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქის ყველა განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. მათ შორის ერთხელ ჯანაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

„დედას ერთი დღის განმავლობაში ვეძებდით, პოლიციისგან გავიგეთ რომ მოკლეს, არტერიასთან ჭრილობა აღენიშნება. “-აცხადებს მოკლულის შვილი ნინო ხოსროშვილი.

მისი თქმით, მირანდა ვაჩეიშვილი ბოლო პერიოდში სახლიდან გასვლას თავს არიდებდა რადგან ეშინოდა.

„ბავშვისთვის საჭმლის შესაძენად სახლიდან გასვლისაც კი ეშინოდა. მუდმივად შიშის ქვეშ იყო, რადგან ეს ადამიანი (მკვლელობაში ბრალდებული) ბევრ რამეზეა წამსვლელი. თავადაც შევსწრებივარ, როგორ ურტყამდა ირსულ დედას. პოლიციას თითქმის ყველა შემთხვევისას მივმართეთ, თუმცა ამას დიდად შედეგი არ მოჰყოლია“- აღნიშნა მოკულის ქალიშვილმა.

მირანდა ვაჩეიშვილის მეგობრები იხსენებენ, რომ 42 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანები იმყოფებოდნენ.

ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

39 წლის ქალს 4 შვილი დარჩა. არასრულწლოვან და-ძმებს 19 წლის ნინო უვლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42