„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალციხის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა
საზოგადოება - 13:25, 26 Apr, 2017     1663
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. კომპანიამ, „ჰაკათონი 2017“ მონაწილე, ახალციხის პროფესიული სასწავლებლის - “ოპიზარის”, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს, ფულადი ჯილდო გადასცა. სტუდენტებმა კონკურსზე წარმოადგინეს „ულტრაბგერითი სამაჯური უსინათლოთათვის“, რომლის მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში (მაგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში).

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ფავორიტ გუნდს, რომლებიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ულტრაბგერითი სამაჯურის იდეასა და მის პროტოტიპზე, ექნება საშუალება, მიღებული ფულადი ჯილდოს მეშვეობით დახვეწოს ინოვაცია და მოახდენოს მისი შემდგომი რეალიზება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში, სპონსორის რანგში, ასევე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჟიურის წევრი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „EuHack“. „ჰაკათონი 2017-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ცხრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დაკომპლექტებულმა, სტუდენტურმა გუნდებმა, კოლეჯებში არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და „ტექნოპარკის“ შესაბამისი ბაზის გამოყენებით, შექმნეს საინტერესო პროექტები - იდეების პროტოტიპები.

პრეოფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული პროექტი იყო ერთერთი იმ მრავალრიცხოვან პროექტთაგანი, რომელსაც მხარი დაუჭირა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. ზოგადად, ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42