თიბისის სტატუსის მხარდაჭერით ტანსაცმლის კოლექცია ქართული ფრაზებით მომზადდა
საზოგადოება - 11:49, 26 Apr, 2017     1699
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში თანამედროვე არტისტის, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტი, რომელიც ჟურნალ „ამარტასთან“ ერთად მომზადდა, გულისხმობს ზურაბ არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთი სერიის, F63.9-ის სამოსზე გადატანას. F63.9 არის სიყვარულის თემაზე შექმნილი პროექტი, თითოეულ ნამუშევარზე ერთი და იგივე ფრაზა მანტრას პრინციპით მეორდება და მიზნად ისახავს ადამიანების დამუხტვას მხოლოდ დადებითი ემოციებით. ეს ფრაზებია:

„მე შენ მიყვარხარ“

„ჩამეხუტე“

„მე ყველაზე ლამაზი ვარ“

„ჩემში სიყვარულია“

„მოდი ჩემთან, შენთან მინდა“

„სიყვარული არის, სიყვარული მოვა“

ჟურნალ „ამარტასთვის“ გაიმართა ამ თემაზე შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ფოტოსესია. სამოსის თითოეული მოდელის მთლიანი ქსოვილი დაპრინტულია ერთი რომელიმე ფრაზით, ტანსაცმელი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითაა შექმნილი. კოლექციისთვის ფოტოსესია სარკის ოთახში მოეწყო, ოთხივე მხრიდან დამონტაჟებული სარკე ობიექტის ანარეკლს უსასრულოს ხდის, რითაც ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება. ტანსაცმლის კოლექცია ეკუთვნის ახალ ბრენდს „404“, რომელიც ზურაბ არაბიძემ დაარსა.

ზურაბ არაბიძემ ქართული შრიფტის პოპულარიცაზია 2015 წელს ბათუმში გამართულ Grafikart Festival - ზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მან მოხატა კედელი მხოლოდ ერთი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ“. მსგავსი პროექტი ქუთაისშიც განხორციელდა. ზურაბ არაბიძის პროექტი F63.9 2016 წლის აპრილში გამოფენილი იყო დ.შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში. პროექტიდან ორი ნამუშევარი მოხვდა კრებულში „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.

სამოსზე გადატანილი ქართული ფრაზებით, ახალგაზრდა ხელოვანი ეხმაურება პროექტს #წერექართულად, ახლა უკვე ქართული ანბანის პოპულარიზაციას მოდის სფეროც უერთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42