ახალგაზრდა მწერალი მარნეულიდან - 14 წლის მარიას გზა წარმატებისკენ
საზოგადოება - 11:02, 26 Apr, 2017     3062
„ნიუპოსტი“ ესეების კონკურსის გამარჯვებულს, 14 წლის მარია გასანოვას გაგაცნობთ, რომელიც დამწყები მწერალია.

მიუხედავა მისი პატარა ასაკისა მან უკვე მოასწრო საკუთარი თავის დამკვიდრება საკუთარ ქალაქში. მარია ეთნიკურად აზერბაიჯანელია და იგი ქალაქ მარნეულში მრავალშვილიან ოჯახში, წარმატებულ უფროს დებთან ერთად იზრდება. დაწყებითი განათლება მან ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მიიღო. მისი პირველი წარმატების ისტორიაც სწორედ ამ სკოლიდან იწყება, სადაც ნიჭიერ მოსწავლე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პედაგოგებს.

7-8 წლის ასაკიდან სკოლის ხელშეწყობით მარია აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ვოკალურ და საგანმანათლებლო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მიუხედავად მისი პატარა ასაკისა იგი უკვე იყო არაერთი კონკურსის პრიზიორი. ეთნიკურად არაქართველი გოგონა ქართული ენის ოლიმპიადების გამარჯვებული და ფინალისტიცაა.

მისი ერთ-ერთი წარმატება „საუკეთესო დეკლამატორის“ სტატუსს უკავშირდება. უკვე 10 წლის ასაკში ქართული ენის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებულიც გახდება „საუკეთესო მუსიკალური ნომრის ნომინაციაში“. ამ წარმატების შემდეგ მარია გასანოვამ სხვადასხვა მუსიკალური სტუდიებიდანაც მიიღო მოწვევა სწავლის გასაგრძელებლად, უკვე როგორც დამწყებმა მომღერალმა. ნიჭიერი მოსწავლის წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა საზოგადოებისთვის.

12 წლის ასაკში იგი ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლიტერატურული კონკურსის "პოეზიის ინტეგრალების" მუნიციპალურ ტურში გამარჯვებისთვის დააჯილდოვა. მიმდინარე წელს მარია გასანოვამ ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა პროექტ "სენტენციაში". ნიჭიერი ახალგაზრდის ბოლო წარმატება „გურულ დღიურებს“ უკავშირდება.

რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერწარმოებულ ოლიმპიადაზე, პატარა მწერალმა პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსის თანახმად მას ერთ წლიანი სტიპენდია დაენიშნა. პროექტის ავტორიგიორგი კეკელიძე პირადად ეწვია ქალაქ მარნეულს და პატარა მწერალისპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42