ელიავას ბაზრობის საფეხბურთო კლუბი 82 სოციალურად დაუცველ ბავშვს ავარჯიშებს
საზოგადოება - 18:09, 25 Apr, 2017     2427
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელთა ძირითად მიზანს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ელემენტარული საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები მოკლებული არიან ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა სპორტულ წრეებზე სიარული. ამის გამო ვერ იხდენენ თავის ოცნებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბებაზე.

თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ სოციალურად დაუცველი ბავშვების სპორტულ განვითარებაში. ერთ–ერთი მეცენატი ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციაა, რომელმაც საქველმოქმედო საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ დააარსა. გუნდში სოციალურად დაუცველი 82 და მიუსაფარი 12 ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობს. კლუბი 140 ბავშვს აერთიანებს, რომელთაც სრულიად უფასოდ აქვთ სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. გუნდის შენახვა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციას weliwadSi 50000 (ormocdaaTi aTasi) ლარი უჯდება. კლუბი 2014 წლის 18 ნოემბერს დააფუძნა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ. თავიდან მხოლოდ 2 ბავშვი ვარჯიშობდა გუნდის ბაზაზე.

გუნდი, ბოლო 2 წელია, ტურნირებშიც მონაწილეობს, რის საფასურსაც ასევე ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია იხდის. 2015-16 წლის ჩემპიონატში 2005 წელს დაბადებულთა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2006-წლიანებმა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ტურნირი.

ერთ ტურნირში მონაწილეობა გუნდს დაახლოებით 10 000 ლარი უჯდება. „დიდუბე 2014“–ს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 5 პროფესიონალი მწვრთნელი ემსახურება. კლუბის წევრი ბავშვები რეგულარულად გადიან სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას, რის ხარჯებსაც ასევე ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ფარავს.

„დიდუბე 2014“–ის დიდების გუნდი მესამე ლიგაში თამაშობს, რომელსაც ერთპიროვნულად ლიდერობს. კლუბი სულ 8 გუნდს აერთიანებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში თითოეულმა 3 შეკრება გაიარა. ფეხბურთელები თითქმის ყოველდღე ატარებენ ვარჯიშებს, რაც გუნდების მესვეურებს მომავალი წარმატებების იმედს აძლევს.

გასვლითი თამაშებისთვის კლუბს ყველა პირობა აქვს შექმნილი. სატრანსპორტო საშუალებით და აუცილებელი სპორტული კვების რაციონით ფეხბურთელებს ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სპორტულ კლუბ ”დიდუბე 2014“-ის ხელმძღვანელი ლაშა მიმინოშვილი: – „ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რადგან მათ ჰქონდათ ბევრი პრობლემა. აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც 4-5 ჯერ იყვნენ პროკურტურაში ნამყოფები, ოჯახში ჰქონდათ პრობლემები. იყო ბვშვი, რომელიც თავშესაფარში იზრდებოდა, ჩვენ მის მშობელს სამსახური დავაწყებინეთ. წამოვიყვანეთ ეს ბავშვი სახლში. ორ კვირაში ერთხელ ჩვენ დავდივართ სკოლებში და ვამოწმებთ ბავშვების მოსწრებას. რამდენიმე ბავშვი კლასში იყო ჩარჩენილი, მოვამზადეთ ისინი დ გადავიდნენ იმ კლასში, რომელიც ეკუთვნოდათ. კლუბში გვყავს ფსიქოლოგიც“.

ლაშა მიმინოშვილი პროგრამა მინიმუმად „დიდუბე 2014“–ის მეორე ლიგაში გადასვლას ასახელებს, რაც საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება. დღეს, უფროსების გუნდი პირველ ადგილზეა მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში. მეორე ლიგაში გაჩერებას არ აპირებს გუნდის თავკაცი და სამომავლოდ, უფრო დიდი წარმატებების იმედი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42