დღეს, 14:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანიაქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდა.
დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები “დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი ,,ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.
ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.
პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. პროექტისპარტნიორია „უნიქარდი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამთავრობო დაარასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქართული წარმოების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილობრივი დასაერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესმენები.
პროექტის პრეზენტაცია პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






