ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის კინონამუშევარმა გრანპრი მოიპოვა.
„სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლილებების მგრძნობიარე პორტრეტი, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებაში გენდერულ როლებზე აისახება. ორივე დახვეწილი და გულწრფელი - რეჟისორებმა რეალისტური ოჯახური დინამიკა შექმნეს, ნიჭიერ მსახიობთა ანსამბლთან ერთად” - ნათქვამია ჟიურის კომენტარში.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა.
"ჩვენ უკვე ვნახეთ 2017 წლის საუკეთესო ფილმი" - ან სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამოცემა Villagevoice-მა, რომელიც წერდა, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი არა მხოლოდ სანდენსის საუკეთესო ფილმია(სანდესის ფესტივალზე შედგა ფილმის პრემიერა), არამედ წლის საუკეთესო ფილმია.“
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს. მოვლენების ცენტრში 52 წლის ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომლის როლსაც მსახიობი ია შუღლიაშვილი ასრულებს. მანანა ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს, ქმარ-შვილების, დედ-მამის მიტოვებას გადაწყვეტს.
ფილმში მანანას ქმრის როლს მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი მხოლოდ ერთი ქალის გათავისუფლების ისტორია არ არის. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას გადაწყვეტილების წინაპირობა დეტალებში. მისი ქმარი და შვილები შესაძლოა შოკირებულები არიან მანანას გადაწყვეტილებით, მაგრამ მოულოდნელად მის გაგებასაც ახერხებენ.
მიუხედავად ახალი ცხოვრებისა, მანანა კვლავ რჩება დედად, შვილად და რაღაც დონეზე ცოლად.
მასალის გამოყენების პირობები