ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ღოღობერიძე და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული ირაკლი ჩხვირკია ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს.
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვთ. ჩხვირკიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ.
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით ისინი დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკია თბილისში, ხოლო მერაბ ღოღობერიძე კი ბათუმში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






