წლევანდელი რიგით მეორე ელ კლასიკოს გამარჯვებული ბარსელონა გახდა.
კატალონიელებმა მადრიდის რეალი მისსავე მოედანზე 2:3 დამარცხეს.
92-ე წუთზე მესიმ რეალის კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუტანა, თვითონ კი ბარსელონას მაისურით რიგით მე-500 გოლი მიითვალა.
დისკვალიფიკაციის გამო, ელ კლასიკო გამოტოვა ნეიმარმა, რომელმაც მესის გამარჯვების გოლის აღნიშვნის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კლუბის ფეისბუკგვერდმა მატჩის შემდეგ გასახდელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ნეიმარს მესიმ დაურეკა და გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა.
ნეიმარი ლა ლიგას სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ნეიმარს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია წინა ტურში „მალაგასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო მიესაჯა, ხოლო დანარჩენი ორი თამაშის გამოტოვება მსაჯის მიმართ გამოხატული პრეტენზიის, კერძოდ, ირონიული ტაშის გამო მოუწია.
მასალის გამოყენების პირობები