წლევანდელი რიგით მეორე ელ-კლასიკოს გამარჯვებული ბარსელონა გახდა.
კატალონიელებმა მადრიდის რეალი მისსავე მოედანზე 2:3 დამარცხეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო.
ანგარიში 28-ე წუთზე კაზემირომ გახსნა და რეალი დააწინაურა, თუმცა დაახლოებით ორ წუთში, ბარსელონამ მესის გოლით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის მეორე ნახევარში ივან რაკიტიჩის დარტყმით ბარსელონა დაწინაურდა.
ელ-კლასიკოს წითელი ბარათის გარეშეც არ ჩაუვლია.
მესისთან უხეშობის გამო, მსაჯმა მოედნიდან სერხიო რამოსი გააძევა. თუმცა რეალმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო.
მატჩის გადამწყვეტი გოლი კი , ლიონელ მესიმ დამატებით წუთებზე გაიტანა.
92-ე წუთზე მესიმ რეალის კარში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა, რითაც გუნდ გამარჯვება მოუტანა, თვითონ კი ბარსელონას მაისურით რიგირთ მე-500 გოლი მიითვალა.
რაც შეეხება ელ-კლასიკოს, მესის ანგარიშზე 23 გოლია. ლიონელ მესი ლა ლიგაში კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირი გახდა მას მერე, რაც უკან ალფრედო დი სტეფანო ჩამოიტოვა (14 გოლი), ლეოს კი უკვე 16 გოლი დაუგროვდა.
მან ზედიზედ 31-ე კლასიკოზე მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით იკერ კასილიასს აჯობა.
მასალის გამოყენების პირობები