თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ შექმნა
საზოგადოება - 11:05, 24 Apr, 2017     6835
თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა და პლასტიკური ბარათი - „ერთგული“ შექმნა. პირველად საქართველოში, „ერთგული“ მომხმარებელს განვადების უმარტივეს გზას და დამატებით, ლოიალობის ქულებს სთავაზობს.

„ერთგულით“ განვადება შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ტერმინალით გადახდისას, „ერთგულის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

კერძოდ, თუ დღემდე მომხმარებელი განვადებას იყენებდა მხოლოდ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბანკის წარმომადგენელი აფორმებდა საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო მომხმარებელი ადგილზე ელოდა ბანკისგან დასტურის მიღებას განვადებაზე, ახლა უკვე ეს ბარიერი მოხსნილია. განვადება „ერთგული“ ბარათით შესაძლებელია „ერთგულის“ პარტნიორ ობიექტებში, თიბისი ბანკის ტერმინალით, ყოველგვარი პროცედურების და ლოდინის გარეშე.

გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება „ერთგულის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.

„ერთგულის“ მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. მას რამდენიმე დატვირთვა აქვს:

ერთი მხრივ, ეს ნიშნავს განვადების ხელმისაწვდომობას იმ ობიექტებში, სადაც აქამდე განვადება არ იყო ხელმისაწვდომი, ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, პარფიუმერია, ტურისტული მომსახურება, საკვები პროდუქტები და ა.შ.

მეორე მხრივ, დამატებითი სარგებელი ქულების სახით, რომელთა განაღდება მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია „ერთგულის პარტნიორ“ ობიექტებში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით..

„ერთგული“ ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: https://ertguli.ge/ ამ გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ბარათის მოხმარების წესებთან, და პირობებთან დაკავშირებით. აქვე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პარტნიორი ობიექტების, მიმდინარე შეთვაზებებისა და აქციების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42