„თბილისის ჩაის ფესტივალი“ მთაწმინდის პარკში გაიმართა
საზოგადოება - 18:49, 23 Apr, 2017     1859

ჩაის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ წელს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ფესტივალში მონაწილეობა ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელმა ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორებიცაა: „გეოპლანტი“, „თერნალი ჩაი“, „ტყიბული ჩაი“, „შემოქმედის ჩაის ფაბრიკა“, „კესანე“, „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა“, „აგროექსპორტი“, „ხურჯინი“, LTD Bitadze „Georgian Tea 1847”, „Georgian Organic Tea Producers Association”, „Georgian-Chinese Tea Cluster”, კოოპერატივი „ნაგომარი“, კოოპერატივი „არაგველები“, „Ahmad Tea”, კოოპერატივი „კონა”; ი/მ „ჩაი უშარო“.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაი; გაიმართა სხვადასხვა ნუგბარის, ასევე, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, მოეწყო კონკურსები და დაჯილდოება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრმა, ჩინეთის საელჩომ საქართველოში, ჰენთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფმა (კონფუცის ინსტიტუტი), დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ინდურმა კომპანიამ „დიახ“, კომპანიამ შრი-ლანკადან Zaid Tea Ceylon (PTV) Limited. Royal Sulaiha.

როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე აღნიშნავს, ფესტივალი ქართული და საერთოდ ჩაის, როგორც კულტურის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით დაარსდა.

თბილისის ჩაის ფესტივალი მთაწმინდის პარკისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42