ლევან დავითაშვილმა იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 11:48, 23 Apr, 2017     2300

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს.

„საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფისტა საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ წარმოებაში.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ „არიკ ჯგუფი“ მემორანდუმები გააფორმა საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, მცენარეთა დაცვის სფეროებში. ასევე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ ჯგუფის“ ბაზებზე მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სემინარ-ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი.

კომპანია „არიკ ჯგუფი“ საქართველოში 2012 წლიდან ახორცილებს საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა (Youth Voice, FLEX და სხვები), სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა და სტუდენტებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42