წყნეთში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 16:42, 22 Apr, 2017     2458
წყნეთში, გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე (საირმის, ამილახვრის, აფხაზეთის, ჩოლოყაშვილის, გრიშაშვილის ქუჩებზე) მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებენ.

წყნეთში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

თბილისის მერის თქმით, წყნეთში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე იგება.

„წყნეთში, საგზაო სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ცენტრალურ ქუჩებზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს, ხოლო შიდა გზებზე ვაკის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ. ჯამში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები სრულდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში წყნეთში იმდენი გზა დაიგო, რამდენიც მანამდე არასდროს დაგებულა, რითაც საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რაიონში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და, შესაბამისად, გადაადგილებაც უფრო კომფორტული გახდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საირმისა და და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე გზის საფარი 4217 მ2 ფართობზე განახლდება. პროექტის თანახმად, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც 10 211 მ2 გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები შეკეთდება. აფხაზეთის ქუჩის 5202მ2-სა და ამილახვარის ქუჩის 5742 მ2 ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება, ტროტუარები კი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა.

კაპიტალურად შეკეთდება აფხაზეთის ქუჩის მიერთებები - გაგრის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან - გურამიშვილის ქუჩამდე) და გრიგოლ აბაშიძის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან - გურამიშვილის ქუჩამდე).

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანიები „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ აწარმოებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42