-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ავსტრიელ ლუკას რაიტერთან შეხვედრა მესამე წრეში ვაზარით დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
-81კგ წონით კატეგორიაში კი ზებედა რეხვიაშვილმა მეოთხედფინალში რუსი ასლან ლაპინაგოვი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს, სადაც გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონატის პირველი დღე გუშინ ქართველმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაასრულეს.
-60კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან გოლდენ სქორში სამი გაფრთხილებით დამარცხდა, ხოლო ჩხვიმიანმა ასევე სამი გაფრთხილებით რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დათმო შეხვედრა და ორივემ ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.
ჩხვიმიანი ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდა და ესპანელ მეტოქესთან ვაზარით დამარცხდა. პაპინაშვილმა კი შეხვედრა აზერბაიჯანელ ორხან საფიროვთან იპონით დათმო.
-66კგ წონით კატეგორიაში მეორე წრეში დამარცხდა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც პირველ შეხვედრაში ესპანელ გარ ურიარტეს სძლია, მეორე შეხვედრა კი სლოვაკ მატეი პოლიაკთან დათმო.
-48კგ წონით კატეგორიაში ინგა ალადოშვილი მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელ ნოა მინსკერთან ვაზარით დამარცხდა. ასევე მეორე წრეში დათმო შეხვედრა -57კგ წონიტ კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა. ლიპარტელიანმა პირველ წრეში უნგრელ იბოლია სიროკის 3 გაფრთხილებით სძლია, ხოლო მეორე წრეში გერმანელ ტერეზა შტოლთან 2 ვაზარით დამარცხდა.
მასალის გამოყენების პირობები