თსუ-ში საგრანტო კონკურსის საფუძველზე 59 სტუდენტური პროექტი დაფინანსდა
საზოგადოება - 16:28, 21 Apr, 2017     1071
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსის საფუძველზე უკვე დაფინანსდა 59 სტუდენტური პროექტი (სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული) და დაიწყო მათი განხორციელება. ამის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „უნივერსიტეტი ყოველთვის შეუწყობს ხელს სტუდენტებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მეცნიერებაში მოსინჯონ საკუთარი თავი, გამოიყენონ ის პოტენციალი, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. ამიტომაც სამეცნიერო პროექტების მიღება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.“

განათლებასთან ერთად თსუ ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც. რექტორის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმზე 70-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. დასაქმება-სტაჟირების პირველივე შედეგები ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა. შარშან პირველად ჩატარებულმა ფორუმი სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების კუთხით საკამოდ შედეგიანი გამოდგა.

სტუდენტებს თავად უნივერსიტეტში მიეცათ სტაჟირება-დასაქმების შესაძლებლობა. გუშინ, თსუ პირველი კორპუსის ეზოში, მანამდე კი მაღლივ კორპუსში გახსნილ სტუდენტურ სასადილოში თსუ-ში მოქმედი პროფესიული პროგრამების სტუდენტები გადიან სტაჟირებას. „ჩვენ დანაპირები შევასრულეთ, მაღლივსა და პირველ კორპუსებთან გაიხსნა სტუდენტური სასადილო. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ სტუდენტურ სერვისებს. ეს ჩვენი დანაპირები და მუდმივი ზრუნვის საგანია “-აღნიშნა თსუ რექტორმა და დასძინა, რომ კვების ობიექტებზე უახლოეს მომავალში სტუდენტებიც დასაქმდებიან.

თსუ რექტორმა კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია „PricewaterhousCoopers“ ორშაბათიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აუდიტს დაიწყებს, რომლის დახმარებითაც მოხდება თსუ ადმინისტრაციისა და სტუდენტური სერვისების გაუმჯობესება და უნივერსიტეტის მმართველობითი აპარატის გამარტივება. უნივერსიტეტმა აუდიტორული კომპანიის მომსახურებისთვის მოიგო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი. აუდიტორული კომპანიის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციაც.

გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაინტერესდნენ დუბაიში გამართულ საერთშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. თსუ-მ გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ისწავლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მიიღო. თსუ-ში რამდენიმე ასეული უცხოელი სტუდენტი სწავლობს. რექტორის განცხადებით, „დუბაიში გამართული გამოფენის შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რამდენიმე ასეული აპლიკანტი გამოჩნდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა თსუ-ს სხვადასხვა პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა. განსაკუთრებული ინტერესი სამედიცინო ფაკულტეტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე გამოვლინდა. დიდი დაინტერესება მოიპოვა ტექნიკურმა პროგრამებმა, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია და სხვა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42