ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტო ბაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






