ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. მაისის თვის დასაწყისიდან 5 ივნისის მდგომარეობით ბენზინის (რეგულარის) ფასი გაზრდილია 97.5 დოლარით 886.75 დოლარიდან 984.25 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის (10PPM) ფასი მომატებულია 50.5 დოლარით 837.75 დოლარიდან 888.25 დოლარამდე/ტონაზე.
მიმდინარე საერთაშორისო ფასებს განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები მათ შორის: მიმდინარე წლის 31 მაისს ოპეკის ქვეყნების მორიგ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების მიმდინარე კვოტების შენარჩუნებაზე. აშშ-ში ნავთობის მარაგები დღეის მდგომარეობით, მისი დაარსებიდან 35 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა, თუმცა მიმდინარე კვირას დაფიქსირდა მარაგების მცირედით შემცირება (რაც განპირობებულია ა.შ.შ. პირველადი ნავთობის გადამუშავების 3 პროცენტით გაზრდით და ნავთობის იმპორტის 7 პროცენტით შემცირებით მიმდინარე პერიოდში). აქვე უნდა ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ნავთობის ფასებზე აშშ და ჩინეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნება, ევროპაში დღეისათვის უმუშევრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, რაც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასების ფორმირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, მაისის შუა რიცხვებში მოხდა საწვავის ფასის მორიგი შემცირება. დღეისათვის საქართველოს ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი 2,15 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი 2,08-2.10 ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი 1,95-2,00 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი 2,10-2,13 ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი 2,00-2,05 ლარი/ლიტრზე.
არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავი მომხმარებელმა შეიძლება შეიძინოს 1.85-1,90 ლარი/ლიტრზე, ხოლო L-62 დიზელი 1,90-1,95 ლარი/ლიტრზე.
მასალის გამოყენების პირობები






