შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავასა და ვასილ ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
საზოგადოება - 16:25, 20 Apr, 2017     5758
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი.


საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა, განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.

უწყების ინფორმაციით, 2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე ბ.სურმავაზე განახორციელეს ზემოქმედება და დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ.სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისთვის, შ.ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა 150 000 ევროს ოდენობით.

"2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ “youtube”-ის მეშვეობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს „მეცხრე არხის“ საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს „ლასარეს“ კუთვნილ საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკის გამოყენებით მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს „ფინსერვისის“, შპს „ბურჯის“ და სს „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში 813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე განაჩენით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ„ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42