ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს; აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.
„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტი შეძლებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.
გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2017 წლის ივლისის ბოლოს გამრიცხველიანებული იქნება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ყველა აბონენტი.
მასალის გამოყენების პირობები






