"დედა სახლიდან წავიდა..." - 5 გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 16:00, 19 Apr, 2017     169390
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ქალმა, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა... ის წავიდა, გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა. პატარა ნინო მხოლოდ 3 თვისა იყო, უფროსი მონიკა კი რვა წლის!

ბავშვები ამ დღის დავიწყებას ცდილობენ, ისინი საერთოდ არ საუბრობენ დედაზე, პატარა ნინომ კი საერთოდ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

მას შემდეგ, რაც დედა სახლიდან წავიდა, მამლუქმა სამსახურს თავი დაანება და შვილებზე ზრუნვა დაიწყო. ის ალაგებს სახლს, რეცხავს, ამზადებს საჭმელს... მან ნაწნავების დაწნაც კი ისწავლა. ის ცდილობს ორმაგი სითბო და სიყვარული აჩუქოს ბავშვებს, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლებად იფიქრონ დედაზე. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, გოგონები სულ მოწყენილები არიან, თანატოლებთანაც კი უჭირთ კონტაქტი.

უფროსი გოგონები 11 წლის მონიკა, 9 წლის მარიამი და 7 წლის თამარი სკოლაში დადიან და კარგად სწავლობენ. პატარა თეკლა და ნინო კი ფეხსაცმლის არქონის გამო საბავშვო ბაღს ხშირად აცდენენ.

მამა ვერ მუშაობს, ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა დაახლოებით 2 ლარი დღეში ადამიანზე, პურის საყიდლადაც კი არაა საკმარისი.

„მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ბავშვები შიმშილით დამეხოცებოდნენ“ – ამბობს მამლუქი.

კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობენ სადაც ნესტისაგან კედლებზე შავი ობია მოდებული. მაგრამ მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, მამა ცდილობს სახლში სისუფთავე და სიმყუდროვე შეინარჩუნოს, ბავშვებს სუფთად და ლამაზად ჩააცვას...

შეხედეთ ფოტოებს! ჩახედეთ ამ პატარებს თვალებში და თქვენს გულს დაუგდეთ ყური...

ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ მათ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ დედის გარეშე დარჩენილ პატარებს, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ ოჯახს და თავგანწირულ მამას.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მახარობლიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. ბავშვებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მახარობლიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/donate/188

მართალია ამ პატარებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ იმაში მაინც დავარწმუნებთ, რომ მარტოები არ არიან!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42