,,თვით პროკურატურა ვერ ადასტურებს მამა გიორგის დანაშაულს და მეუფე იაკობის სიტყვები ცოტაზე მეტად დაუჯერებელია“
საზოგადოება - 22:53, 18 Apr, 2017     4049
მეუფე იაკობის მიერ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც მან მრევლის წინშე ქადაგებისას გააკეთა, გამოძიების დასრულებამდე აბსურდულად მიიჩნევს წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია სარია. როგორც სასულიერო პირმა ,,არჩევანის“ ეთერში აღნიშნა, ,,თვით პროკურატურა ვერ ადასტურებს ჯერ მამა გიორგის დანაშაულს“. მეუფე იაკობი ზედმეტად რთულ საკითხებს ეხება და ასეთი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურასთან ურთიერთობის მქონე ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს.

,,სხვათაშორის ყევლა სენსაციური განცხადება დაიწყო ხსენებული მეუფის მხრიდან. დიდი მოკრძალებით, რა თქმა უნდა, ხარისხით ბევრად მეტია და ლოცვა-კურთხევას ვითხოვთ, მაგრამ ის რასაც თვით მეუფე ამბობს, ცოტაზე მეტად დაუჯერებელია. მამა გიორგის ლექსიკას და საუბრებს არ ვიწონებთ და შეუძლებელია ეს სასულიერო პირისგან. თუ ამაზე ვბრაზდებით და ამას ვუთვლით მამა გიორგის დანაშაულად, არ ვიცი“ - აცხადებს მამა ანდრია, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობს შეგნებულად დამკვიდრება აზრისა, რომ მამა გიორგი დამნაშავეა.

,,მე მიკვირს, როცა სასულიერო პირები გამოდიან და მამა გიორგის დანაშაულს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომ ხალხში შეიქმნას აზრი მამა გიორგის დანაშაულზე, რომ მას თითქოსდა უნდადა პატრიარქის მკვლელობა, არადა პროკურატურა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. ჩვენ პირიქით, სასულიერო პირებს გვევალება, რომ არათუ დანაშაულზე არ ვისაუბროთ, არამედ მამებიც ამბობენ - რაც არ გინახავს იმაზე ნუ იმსჯელებ. არადა რაც არ უნახავთ იმაზე ამბობენ. მეუფლება განცდა, რომ იგივე მდგომარეობაში რაიმე პროვოკაცია რომ დამიგონ, გამოუცდელობიდან გამოდინარე, გამოდის, რომ მარტოობის მსხვერპლი აღმოვჩნდები. ყველაზე მეტად მამა გიორგიზე ბათუმის ეპარქია უნდა საუბრობდეს, რადგან იმ ეპარქიის შვილია. ვინც მამა გიორგის იცნობს ყველაზე უკეთ, ის ადამიანები სდუმან და საუბრობენ ისინი, ვინც აშკარა ანტაგონიზმს გამოხატავენ“ - აცხადებს მამა ანდრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42