პაშა ბანკმა სააღდგომოდ 1000 ძირი მუხა დარგო
საზოგადოება - 12:28, 18 Apr, 2017     2610

პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული წელსაც განსხვავებული ფორმით, ამჯერად „მწვანე პროექტით“, მიულოცა. ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 1000 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი. აღნიშნული ნერგები დაირგო აჯამეთის აღკვეთილში გამოყოფილ ერთ-ერთი უბანზე, სადაც ქართული მუხისა და იმერული მუხის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. დარგვით სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.

„პაშა ბანკში დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ჩვენ მიერ განხორციელებული არაერთი საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. წელს გადავწყვიტეთ მეტი რესურსი დავუთმოთ გარემოს დაცვით პროექტებს და ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები და კლიენტებიც ჩავრთეთ. მოხარული ვართ, რომ კომპანია „თრიფექსთან“ ერთად კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, ტყის აღდგენის პროცესში მიგვეღო მონაწილეობა და გავაკეთოთ სამომავლოდ სასარგებლო საქმე.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი ჩაერთო გამწვანების აქციაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჯამეთის აღკვეთილის განახლება, რომელიც ტყის ორგანიზაციის და განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაშენდება იმერული მუხის და ძელქვის ნარგავები, მოეწყობა სანერგე მეურნეობა. იმედი გვაქვს, რომ პაშა ბანკი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და წამოწყებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან“. - აღნიშნა თომა დეკანოიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ პაშა ბანკის ინიცირებით ბორჯომის მახლობლად 260 ჰექტარი გადამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დაირგო. ბანკი სამომავლოდაც გეგმავს ეკო პროექტების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42