სოფელი ცოტა ხნით ისევ ორად, ქვემოურებად და ზემოურებად გაიყო და 18 კგ-იანი ტყავის ბურთით გურულების შერკინება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
წელს ლელობურთი უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა, გამარჯვება კი ზემოურებმა იზეიმეს.
ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებას წელს რამდენიმე უცხოელი სტუმარიც დაესწრო.
ლანჩხუთში ლელობურთამდე, დილიდან სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები ჩატარდა; ფეხბურთი, ჭიდაობა, ნარდი, ბაგირის გადაქაჩვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, საჩვენებელი კარატე, გირების აზიდვა.
მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.,,ლელოს,, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაცნობა. ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები.
საღამოს ხუთ საათზე კი შუხუთმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
სოფელ შუხუთის მცხოვრებლების თქმით, ზუსტად არავის ახსოვს, როდის დაიწყეს ლელოს თამაში გურიაში. ზოგი ფიქრობს, რომ ლელოს ათეულობით წელია თამაშობენ, ზოგის აზრით კი, ეს ტრადიცია სამას წელზე მეტი ხნისაა. ადრე ლელოს გურიაში თითქმის ყველგან თამაშობდნენ, თუმცა დღეს ეს ჩვეულება მხოლოდ შუხუთში შემორჩა. ყოველ აღდგომას, ლანჩხუთის რაიონში, ზემო და ქვემო შუხუთელები ერთმანეთს ერკინებიან, რომ ქვიშითა და ნახერხით სავსე დაახლოებით 18-კილოგრამიანი ტყავის ბურთი თავიანთი სოფლის მხარეს გაიტანონ.
თამაშის დასასრულს გამარჯვებული გუნდი, ბურთს გარდაცვლილი ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე აიტანს და მომავალ ლელობურთამდე იქ დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები






