ქართველი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში მოხუცს უვლიდა, მის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევიდა. ქართველი ემიგრანტი და მოხუცი ქალი, მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფები იპოვეს. ქართველის მდგომარეობა მძიმეა.
“54 წლის ემიგრანტის ნატო ჭანტურიას შემზარავი ტრაგედიის ამბავი გუშინ შემატყობინეს საბერძნეთიდან სამეგრელოში რომ ვიყავი, თუმცა თავი შევიკავე აღდგომა დღეს ნეგატიური იმფორმაცია დამეწერა ემიგრანტზე ემიგრანტებისთვის. საშინელებაა ის რაც მოხდა სიტყვები არ მყოფნის… არ მეგულება ადამიანი, გულთან არ მიეტანა ეს დიდი ტრაგედია. მადლობა ყველას, უფალი შეისმენს თქვენ ლოცვას. 54 წლის ემიგრანტი ნატო ჭანტურიაა, ვის სიცოცხლესაც უფალს ევედრებით. ხანძარი საიდან გაჩნდა და როგორ არავინ იცის, სავარაუდოდ, ცეცხლი ქალბატონის ოთახიდან წამოვიდა, რადგან ის ისე დაიწვა, გვამიც ვერ იპოვეს, ნატო აივანზე გასულა და შველას ითხოვდა”
სრულად იხილეთ ბმულზე georgians.gr
მასალის გამოყენების პირობები






