ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება
საზოგადოება - 15:15, 14 Apr, 2017     2068
ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა გადაწყდა.

ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაცია ქართული ენისა და ისტორიის შესახებდამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა - „ქართული ანბანი“, „ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია“ (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“.

სტუმრების წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ალგირდას გაიჟუტისმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, რაც ხელს უწყობს ლიტვურ საზოგადოებაში ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამასთანავე ლიტვაში ქართული დიასპორის ჩართულობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42