მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. მისი თქმით პროცესები სულ სხვა მხრივ განვითარდა და იმის ნაცვლად რომ აქცენტი ახალგაზრდა და ხანდაზმული მსახიობების ხელფასების შემცირებაზე გაკეთებულიყო, წინა პლანზე მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა წამოიწია.
"ეს უნდა ყოფილიყო ახალაგზრდა მსახიობებსა და ხანდაზმულებზე, როგორ უშვებენ და ისე გამოიყენეს, რომ თითქოს მე ვკვდები შიმშილით და გიორგის რაღაც სისულელე ჩასვეს. არ მინდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, საშინელებაა." – განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით ინფორმაცია, რომ ზურაბ ყიფშიძე 400 ლარიან ხელფასზეა არასწორია და ის ბევრად მეტ ხელფასს იღებს.
მასალის გამოყენების პირობები






